ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გენერალი პეტრეუსი ავღანეთს ტოვებს


გენერალი პეტრეუსი ავღანეთს ტოვებს

ავღანეთში შეერთებული შტატების და ნატოს სამხედრო ძალების სარდალმა გენერალმა პეტრეუსმა, საერთაშორისო ალიანსის ხელმძღვანელობა ამერიკელ გენერალ ჯონ ალენს გადაბარა. სარდლობის გადაცემის ცერემონიალი ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში დღეს გაიმართა. ჯონ ალენსს ბოლო პერიოდში ამერიკის ცენტრალური სარდლობის ხელმძღვანელის მოადგილის პოსტი ეკავა. როგორც დღეს გამართულ ცერემონიალზე განაცხადა, მას სურს ავღანეთში უსაფრთხო და სტაბილური გარემო იხილოს, რომელიც „თავისუფალი იქნება ყოველგვარი ექსტრემიზმისა და ტერორიზმისგან.“ რაც შეეხება გენერალ პეტრეუსს, ის სამშობლოში ბრუნდება. დევიდ პეტრეუსი ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოს ჩაუდგება სათავეში. ის ამ თანამდებობაზე ლეონ პანეტას შეცვლის, რომელიც თავის მხრივ ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტის მდივნად დაინიშნა.

XS
SM
MD
LG