ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეერთებული შტატები დეფოლტს გადაურჩა


შეერთებული შტატები დეფოლტს გადაურჩა
შეერთებული შტატები დეფოლტს გადაურჩა

ამერიკის სენატმა 74 ხმით 26-ის წინააღმდეგ მიიღო კანონპორიექტი, რომელიც მთავრობას ვალის აღების ლიმიტს გაუზრდის. კანონპროექტზე კონგრესის ორივე პალატა უკვე რამდენიმე კვირაა მუშაობს და მისი საბოლოო ვერსია რესპუბლიკელებს და დემოკრატებს შორის ერთგვარი კომპრომისული ვარიანტია.

გუშინ კანონპროექტმა პირველი კენჭისყრა წარმომადგენელთა პალატაში გაიარა, სადაც მას 269 კონგრესმენმა დაუჭირა მხარი, 161 კი მისი წინააღმდეგი იყო.

კანონპროექტი ადმინისტრაციას საშუალებას მისცემს სესხის აღება 2012 წლის ბოლომდე გააგრძელოს. სანაცვლოდ კი მომდევნო 10 წლის განმავლობაში ბიუჯეტის დანახარჯები 1 ტრილიონი დოლარით შემცირდება. კანონპროექტი პრეზიდენტ ობამას ხელმოსაწერად გაეგზავნა.

XS
SM
MD
LG