ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კაროლინელები ქარიშხალ ერლს ელიან


სამ შტატში საგანგებო ვითარება გამოცხადდა

შეერთებული შტატები სტიქიის მოლოდინშია. ჩრდილოეთ კაროლინის შტატს ოკეანედან ქარიშხალი ერლი უახლოვდება. ხელისუფლებამ ათიათასობით ადამიანს უკვე მოთხოვა სახლების დატოვება. მეტეოროლოგების განცხადებით, ქარიშხალი მეოთხე დონისაა და მისი სიჩქარე საათში 230 კილომეტრს აღწევს. ქარიშხალს და ტროპიკულ შტორმს ატლანტის ოკეანის შუა სანაპიროზე ელიან. ის მასაჩუსეტის შტატამდე მიაღწევს. ხოლო ქარიშხლების ეროვნული ცენტრის ცნობით, სტიქია ჩრდილოეთ კაროლინას უკვე ხვალ დილით დაატყდება თავს. ჩრდილოეთ კაროლინის, ვირჯინიის და მერილენდის შტატებში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

XS
SM
MD
LG