ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტი ობამა პრეზიდენტ მუბარაკს ესაუბრა


პრეზიდენტი ობამა პრეზიდენტ მუბარაკს ესაუბრა
პრეზიდენტი ობამა პრეზიდენტ მუბარაკს ესაუბრა

აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ იგი ეგვიპტის პრეზიდენტს ჰოსნი მუბარაკს ესაუბრა და მას თხოვნით მიმართა, რომ „კონკრეტული ნაბიჯები“ გადადგას, რათა მან განახორციელოს მისი ხალხისადმი დაპირება რეფორმების გატარების შესახებ. თეთრ სახლში პარასკევს საღამოს გამართულ პრეს-კონფერენციაზე ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ იგი ეგვიპტის 82-წლის პრეზიდენტს მას შემდეგ ესაუბრა, რაც ჰოსნი მუბარაკმა მისი პირველი მიმართვა გააკეთა ტელევიზიით, მას შემდეგ რაც მოპროტესტეები მის გადადგომას ითხოვენ. აშშ-ს პრეზიდენტმა ასევე თხოვნით მიმართა ეგვიპტის ხელისუფლებას, რომ თავი შეიკავონ ძალადობისაგან მშვიდობიანი დემონსტრაციის მონაწილეთა მიმართ და აღადგინონ ინტერნეტისა და საკომუნიკაციო სისტემები, რომლებიც გადაჭრეს. სატელევიზიო მიმრთვაში ჰოსნი მუბარაკი დაპირდა ხალხს, რომ გაატარებს ეკონომიკურ და პოლიტიკურ რეფორმებს. მან ასევე განკარგულება გადასცა კაბინეტის წევრების გადადგომის თაობაზე და პირობა დადო, რომ შეიქმნება ახალი სამთავრობო კაბინეტი. როგორც მან განაცხადა საპროტესტო აქციები ნაწილია იმ შეთქმულებისა, რომლის მიზანია ქვეყანაში დესტაბილიზაცია. კაიროში მდგომარეობა კვლავაც დაძაბულია.

XS
SM
MD
LG