ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში ნატოს 3 ჯარისკაცი მოჰკლეს


ავღანეთში ნატოს 3 ჯარისკაცი მოჰკლეს
ავღანეთში ნატოს 3 ჯარისკაცი მოჰკლეს

ნატოს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად ერთი ჯარისკაცი ავღანეთის აღმოსავლეთში ბომბის აფეთქების შედეგად დაიღუპა.

ნატოს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად ერთი ჯარისკაცი ავღანეთის აღმოსავლეთში ბომბის აფეთქების შედეგად დაიღუპა. მეორე ჯარისკაცი ავღანეთის სამხრეთში თვითნაკეთი ბომბის აფეთქებას შეეწირა, ხოლო მესამე კი მეამბოხეებთან შეტაკებისას იქნა მოკლული. ავღანეთის მთავრობამ გამოაქვეყნა ნატოს მიერ ახლახანს განხორციელებული სამხედრო ოპერაციის დროს 65 სამოქალაქო პირის გამოძიების შედეგები. დოკუმენტში ნათქვამია, რომ სწორედ ნატოს საჰაერო და სახმელეთო სამხედრო ოპერაციის შედეგად დაიღუპა 15 მამაკაცი, 10 ქალი, 21 ბიჭუნა და 19 გოგობა.

XS
SM
MD
LG