ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტ ობამას სტრატეგიის პერიპეტიები

7 ოქტომბერს ათი წელი შესრულდება, რაც შეერთებულმა შტატებმა 11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ, ავღანეთში ანტიტერორისტული ოპერაცია დაიწყო. ეს არის ომი, რომელიც მემკვიდრეობით ერგო პრეზიდენტ ბარაკ ობამას. ამჟამინდელი პრეზიდენტის ავღანური პოლიტიკის შესახებ დეტალებს „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი დენ რობინსონი იკვლევდა.

ამერიკის ისტორიაში 10 წლიანი ომი ყველაზე ხანგრძლივი აღმოჩნდა. ომი, რომელმაც 1800-მდე ამერიკელის სიცოცხლე შეიწირა. ამ ომში ასევე განადგურდა ოსამა ბინ ლადენი - ალ-ყაიდას ლიდერი, რომელიც 11 სექტემბრის ტერაქტების ორგანიზატორი იყო. ის პაკისტანში ამერიკის სპეცრაზმმა მოკლა. გასულ ივნისს პრეზიდენტმა ობამამ განაცხადა, რომ ომის ტალღა ჩამცხრალია, შედეგად ავღანეთიდან ამერიკის ჯარების გაყვანა დაიგეგმა.

„მომავალი თვიდან ჩვენ შეგვეძლება წლის ბოლომდე 10 ათასი ჯარისკაცის გამოყვანა ავღანეთიდან. ხოლო მომავალ ზაფხულისთვის კი სახლში 33 ათას სამხედროს დავაბრუნებთ,“ - განაცხადა ბარაკ ობამამ.

პიტერ ბრაუნი ქუინიპიაკის უნივერსისტეში სოციოლოგია:

„ნათელია, რომ ქვეყანა ომისგან დაიქანცა და რაც ძალიან საინტერესოა, ეს ორივე პარტიას ეტყობა. ტრადიციულად რესპუბლიკელები ამ ომებს უჭერდნენ მხარს, თუმცა დღეს მათი მხარდაჭერაც ასევე დაცემულია.“

ომის მოწინააღმდეგეთა აქტიურობა კი ამერიკის ქალაქებში განვითარებას იწყებს. ამას ეკონომიკური ვითარებაც განაპირობებს. 14 მილიონამდე ამერიკეი უმუშევარია.

ივნისში მთელი ქვეყნის მასშტაბით ქალაქების მერებმა ავღანეთში და ერაყში საომარი კამპანიების სწრაფი დასრულება მოითხოვეს, რათა სამხედრო დანახარჯები ქვეყნის ეკონომიკას მოხმარდეს.

პრეზიდენტი ობამაც აცხადებს რომ ომის დანახარჯები საკმაოდ დიდია:

„ჩვენ ომში ტრილონი დოლარი დავხარჯეთ, ეს იმ დროს, როდესაც მძიმე ეკონომიკური პერიდოია და ვალი იზრდება. ახლა ჩვენ ინვესტირება ამერიკის უდიდეს რესურსში- ჩვენს ხალხში უნდა მოვახდინოთ.“

ამავდროულად პრეზიდენტის მხარდამჭერი დემოკრატები ბარაკ ობამას ავღანეთში ქვეყნის სტრატეგიის განსაზღვრას თხოვენ.

„თუკი ჩვენ გვსურს, რომ ქვეყანას ქონდეს მოთმინება ხანგრძლივი ომის მიმართ, უმნიშვნელოვანესია, რომ განვსაზღვროთ ძალიან ნათლად, თუ რა არის ჩვენი ეროვნული სასიცოცხლო ინტერესი ავღანეთში,“ - განაცხადა სენატორმა ჯიმ ვებმა.

რესპუბლიკელი საპრეზიდენტო კადიდატები აცხადებენ, რომ ბატონი ობამას გადაწყვეტილებაზე გავლენა პოლიტიკურმა ვითარებამ მოახდინა. თუმცა, ისინი ეთანხმებიან იმას, რომ ავღანეთის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა თავად ავღანელებმა უნდა აიღონ. კონგრესისადმი მიმართვაში, როგორც პრეზიდენტმა ობამამ აღნიშნა, მართალია ავღანეთიდან ჯარების გამოყვანის გადაწყვეტილება ისევ ძალაშია, თუმცა წინ ისევ ბევრი გამოწვევაა.

XS
SM
MD
LG