ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დასავლეთი ახალი ტერაქტების მოლოდინში


დასავლეთი ახალი ტერაქტების მოლოდინში

ვაზირისტანი - ისლამისტი ამბოხებულების უსაფრთხო ადგილი

იმ დროს, როდესაც ევროპა ახალი ტერორისტული აქტების მოლოდინშია, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი აცხადებს, რომ ის სპეციფიურ სადაზვერვო ინფორმაციებზე კომენტარს ვერ გააკეთებს.

„ჩვენ ვიცით, რომ ალ-ყაიდას და მის ტერორისტულ ქსელს ევროპასა და შეერთებული შტატებში შეტევების განხორციელება სურთ,“ - დასძინა ჰილარი კლინტონმა.

ამერიკელი ანალიტიკოსები ტერორიზმის საკითხში ამბობენ, რომ ალ-ყაიდამ და სხვა ისლამისტურმა ჯგუფებმა პაკისტანში, ჩრდილო ვაზირისტანის მთიან რეგიონში უსაფრთხო ნიადაგი იპოვეს.

„ამ შეთქმულებების უმეტესობა პაკისტანის საზღვართან იგეგმება, ტერიტორიაზე რომელიც ალ-ყაიდას მძევლობის ქვეშ იმყოფება,“ - ამბობს ომის კვლევის ინსტიტუტის ანალიტიკოსი ჯეფ დრესლერი.

ის ცოტა ხნის წინ ავღანეთში იმყოფებოდა, სადაც შეერთებული შტატების სამხედრო დანაყოფების სარდალს გენერალ დევიდ პეტრეუსს ეხმარებოდა.

მისი თქმით, ჯერ არ არის ნათელი არსებობს თუ არა კავშირი ევროპაში ტერაქტების საფრთხესა და პაკისტანში ამერიკული უპილოტო საფრენი აპარატის მიერ განხორციელებულ ოპერაციას შორის. თუმცა, ჯეფ დრესლერის განცხადებით, ანტიტერორისტული ღონისძიებები მიმართულია ისლამისტური ჯგუფის - „ჰაქანის ქსელის“ წინააღმდეგ. ჩრდილოეთ ვაზირისტანის რაიონს სწორედ ეს ჯგუფი აკონტროლებს. ანალიტიკოსების თქმით, ტერორისტული ჯგუფები ავღანეთიდან პაკისტანიდან ვაზირისტანის რეგიონში ისე გადავიდნენ, რომ მათ პაკისტანის არმიის წინააღმდეგობა არ შეხვედრიათ და ამას „ჰაქანის ქსელსა“ და პაკისტანის არმიას შორის არსებული კავშირით ხსნიან. ბრაიან ფიშმენი ფონდ „ახალი ამერიკის“ ანალიტიკოსია.

„ჰაქანის ქსელს პაკისტანის მთავრობა დიდხანს უჭერდა მხარს, რადგანაც ისეთ ჯგუფებს, როგორიცაა ჰაქანი და ავღანური თალიბანი, პაკისტანის მთავრობა ინდოეთის წინააღმდეგ სტრატეგიის ნაწილად განიხილავდა,“ - ამბობს ფიშმენი.

ანალიტიკოსები იმასაც აცხადებენ, რომ „ჰაქანის ქსელისთვის“ დასავლეთის წინააღმდეგ ტერაქტების მოწყობა დამახასითებელი არ არის. ფიშმენი ყურადღებას სხვა ისლამისტურ სამხედრო დაჯგუფებაზე ამახვილებს. მისი აზრით, ამ შემთხვევაში საუბარი უნდა იყოს „უზბეკეთის ისლამურ მოძრაობაზე.“ ფიშმენი თვლის, რომ მომავალში ისლამისტების მხრიდან ისეთი თავდსახმებია მოსალოდნელი, როგორც ეს 2008 წელს მუმბაიში მოხდა. მისი თქმით უფრო ადვილია იარაღის ხელში აღება, ვიდრე ბომბის დამზდება, რასაც დიდი დრო სჭირდება. ეს სტრატეგია კი ტერორისტებს ხანგრძლივი დროის მანძილზე ტერაქტების მოწყობას უფრო გაუადვილებს. გარდა ამისა, ასეთი თავდასხმის შემთხვევაში მედიის ყურადღება უფრო აქტიური იქნება და ეს ამბოხებულებს ტერორისტული ჯგუფის იარლიყს მოაშორებს. შექმნილი ვითარებიდან გამოსავალს კი ანალიტიკოსი ჯეფ დრესლერი ამბოხებულთა წინააღმდეგ ბრძოლის გაგრძელებაში ხედავს. პაკისტანის ოფიციალურმა პირებმა კი უკვე გამოთქვეს პროტესტი ამერიკული უპილოტო საფრენი აპარატების - იგივე დრონების მოქმედების გამო და ეს ქვეყნის სუვერენიტეტის დარღვევად შეაფასეს. თუმცა, შეერთებულ შტატებს ოფიციალურად არასდროს დაუდასტურებია, რომ პაკისტანის ტერიტორიაზე „დრონების“ მოქმედებას სწორედ ისინი ხელმძღვანელობენ.

XS
SM
MD
LG