ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვაშინგტონი მოლაპარაკებას იწყებს ფხენიანთან


ვაშინგტონი მოლაპარაკებას იწყებს ფხენიანთან

აშშ- მ განაცხადა, რომ იგი დათანხმდა განაახლოს მოლაპარაკება ჩრდილოეთ კორეასთან, რათა მიაღწიოს იმ ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეთა ნეშტების ამერიკისადმი გადაცემას, რომლებიც თავის დროზე კორეის ომში უგზო-უკვლოდ დაკარგულად გამოაცხადეს.

პენტაგონის განცხადების თანახმად მოლაპარაკება დღეს ბანკოკში იწყება. პენტაგინის განცხადებაში არაფერია ნათქვამი იმის თაობაზე თუ კონკრეტულად რატომ იწყება ეს მოლაპარაკება ახლა, თუმც მის განცხადებაში აღნიშნულია, რომ მოლაპარაკება არ არის დაკავშირებული რაიმე სხვა საკითხთან. აშშ-მ ეს პროცესი 2005 წელს შეწყვიტა. როგორც პენტაგონის განცხადებაშია ნათქვამი ამერიკულ დელეგაციას სათავეში უდგას აშშ-ს თავდაცვის მდივნის თანაშემწე რობერტ ნიუბერი.

XS
SM
MD
LG