ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მეამბოხეთა ცენტრი ტრიპოლიში გადადის


მეამბოხეთა ცენტრი ტრიპოლიში გადადის

ლიბიის მეამბოხეთა დროებითი ეროვნული საბჭოს განცხადების თანახმად მისი პოლიტიკური ცენტრი ბენღაზიდან ქვეყნის დედაქალაქ ტრიპოლიში გადადის.

ეს განცხადება გაკეთდა მას შემდეგ, რაც ლიბიის ლიდერმა მოამარ კადაფიმ მის მომხრეებს გუშინ მოკლე სიტყვით მიმართა. კადაფიმ მის ოპონენტებს მოღალატეები უწოდა და დაჰგმო უცხოეთის ჩარევა ამ კონფლიქტში. ამ ფონზე ტრიპოლის სულ მცირე ორ რაიონში კვლავაც გრძელდება მძიმე ბრძოლები მეამბოხეებს და კადაფის ერთგულ ძალებს შორის.

XS
SM
MD
LG