ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიაში დემოკრატ აქტივისტებს აპატიმრებენ


სირიაში დემოკრატ აქტივისტებს აპატიმრებენ

თვითმხილველკთა და დემოკრატ აქტივისტთა განცხადების თანახმად სირიის უშიშროების სამსახურმა ბოლო რამოდენიმე დღის განმავლობაში უფრო აქტიურად დაიიწყო ქვეყანაში დემოკრატიის დამყარების ასობით მომხრეთა დაპატიმრება.

დაკავებულია სირიაში ადამიანის უფლებათა დამცველი დიანა ჯავაბრა. იგი დამასკოში იარაღის გამოყენებით ძალით იქნა მოთავსებული ავტომობილში და გაურკვეველი მიმართულებით იქნა წაყვანილი. იგი მანამდე 16 მარტს დააკავეს, თუმც მოგვიანებით გაათავისუფლეს, მას შემდეგ რაც პრეზიდენტი ბაშარ ალ ასადი მოსახლეობას რეფორმების გატარებას შეპირდა. გაზეთ ნიუ-იორკ თაიმსში ციტირებულია სირიაში ადამინის უფლებათა დაცვის ორგანიოზაციის წარმომადგენლის სიტყვები, რომლის თანახმად ქალაქ დარააში დოკუმენტირებულია 500-ზე მეტი აქტივისტის დაპატიმრება. იქვე ნათქვამია, რომ 300-ზე მეტი აქტივისტი დაკავებულია დამასკოს შორიახლოს განლაგებულ დაბებში.

XS
SM
MD
LG