ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლიბიაში ავიადარტყმები ხორციელდება


ლიბიაში ავიადარტყმები ხორციელდება
ლიბიაში ავიადარტყმები ხორციელდება

როგორც ამერიკელმა ადმირალმა ჟერარ ჰუბერმა განაცხადა კოალიციის ავიაციამ დარტყმები მიიტანაკადაფის სახმელეთო ძალებზე, რომლებიც მოსახლეობას უტევენ მეამბოხეთა მიერ დაკავებულ ქალაქებში.

კადაფის ძალები შეტევაში იყენებენ მექანიზებულ ქვედანაყოფებს, არტილერიასა და მობილურ სარაკეტო დანადგარებს. შეტევის რაიონში აგრეთვე მოქმედებენ სნაიპერები, რომლებიც მშვიდობიან მოსახლეობას ხოცავენ. პირველი დარტყმა მიიტანეს ქალაქ მისრატას შორიახლოს, რამაც დროებით შეაჩერა სამთავრობო ძალების შეტევა. თუმც მოგვიანებით შეტევა განახლდა. ამას გარდა შეტევები გრძელდება მეამბოხეების მიერ დაკავებულ ქალაქებზე ზინტანსა და აჯდაბიაზე. ტრიპოლის შორიახლოს რამოდენიმე ძლიერი აფეთქების ხმა ისმოდა. ამ ფონზე ნატოს სამხედრო ხომალდებმა და აივაციამ ლიბიის სანაპიროს შორიახლოს პატრულირება დაიწყეს, რითაც ხორციელდება გაეროს მიერ ლიბიაში იარაღის შეტანაზე დადგენილი ემბარგო.

XS
SM
MD
LG