ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფედერალური მთავრობის დაფინანსება გრძელდება


house hearing

როგორც სენატის წარმომადგენლებმა განაცხადეს ბილი ყოველგვარი დაბრკოლებების გარეშე იქნება დამტკიცებული.

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა რეზოლუცითა ფედერალური მთავრობის ორი კვირით დაფინანსების თაობაზე, სანამ კანონმდებლები დებატებს მართავენ ბიუჯეტის ირგვლივ. სენატში ბილს კენჭი დღეს უნდა უყარონ. კანონმდებლებს ბოლო ვადა პარასკევს ეწურებათ. როგორც სენატის წარმომადგენლებმა განაცხადეს ბილი ყოველგვარი დაბრკოლებების გარეშე იქნება დამტკიცებული. წარმომადგენელთა პალატასა და სენატს შორის მიღწეული დროებითი შეთანხმების თანახმად ამ წლის ფედერალურ ბიუჯეტს ჩამოეჭრება 4 მილიარდი დოლარი. როგორც თეთრი სახლის წარმომადგენელმა განაცხადა პრეზიდენტ ობამას საუბარი ჰქონდა წარმომადგენელთა პალატის სპიკერთან ჯონ ბენერთან. მისივე თქმით ობამა დარწმუნებულია, რომ ჯერ კიდევ საკმარისი დროა იმისათვის, რომ მხარეებმა მიაღწიონ შეთანხმებას ფედერალური მთავრობის მთელი წლით დაფინანსების საკითხზე.

XS
SM
MD
LG