ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გერმანიის საპარლამენტო დელეგაცია სერბეთში იმყოფება


გერმანიის საპარლამენტო დელეგაცია სერბეთში იმყოფება

ამჟამად სერბეთში მყოფი გერმანიის საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ მომავალ კვირას გერმანია რატიფიცირებას მოუხდენს სტაბილიზაციისა და ურთიერთობის ხელშეკრულებას ევროკავშირსა და სერბეთს შორის. ეს ხელშეკრულება საკვანძო მნიშვნელობისაა იმ სახელმწიფსათვის, რომელიც უნდა გახდეს ევრო-ავშირის წევრობის კანდიდატი.

ამჟამად სერბეთში მყოფი გერმანიის საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ მომავალ კვირას გერმანია რატიფიცირებას მოუხდენს სტაბილიზაციისა და ურთიერთობის ხელშეკრულებას ევროკავშირსა და სერბეთს შორის. ეს ხელშეკრულება საკვანძო მნიშვნელობისაა იმ სახელმწიფსათვის, რომელიც უნდა გახდეს ევრო-ავშირის წევრობის კანდიდატი. გერმანიის პარლამენტის ევრო-კავშირის საკითხების კომიტეტის წევრმა მიქაელ შტუბგენმა სერბ ოფციალურ პირებს განუცხადა, რომ გერმანიის პარლამენტის ქვედა პალატა 10 თებერვალს მოუხდენს რატიფიცირებას ხელშეკრულებას. ამას გარდა, მისივე თქმით გერმანია მხარს უჭერს კონკრეტული თარიღის დადგენას სერბეთის ევრო-კავშირში წევრობის კანდიდატად გამოცხადებისათვის. ისევე, როგორც მისი ევრო-კავშირში გაწევრიანების თარიღის დადგენას. თუმცა შტუბგენმა აღნიშნა, რომ იგი ვერ დაადასტურებს იმ ვარაუდს, რომ ევრო-კავშირი სერბეთთან მისი წევრობის შესახებ მოლაპარაკებებს ამ წლის მიწურულს ან ოდნავ მოგვიანებით დაიწყებს. სერბეთის ლიდერები იმედოვნებენ, რომ სერბეთი 2012 წლისათვის მიიღებს კანდიდატის სტატუსს.

XS
SM
MD
LG