ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი საქართველოში ინვესტიციას აკეთებს


ამერიკელი მაგნატი დონალდ ტრამპი საქართველოში მაღლივი შენობის აშენებას აპირებს. როგორც საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პრეს-ოფისმა განაცხადა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა საწყის დოკუმენტს იმის თაობაზე, რომ იგი საქართველოში მისი სახელობის მაღლივი შენობის აშენებას აპირებს. ტრამპმა ამ გარიგებას ხელი მოაწერა ქართულ ბიზნეს ორგანიზაცია სილქ როუდთან სააკაშვილის ნიუ-იორკში ვიზიტის დროს. როგორც ტრამპის ორგანიზაციის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა მაიკლ კოენმა განაცხადა დოკუმენტის ხელმოწერის ცერემონიას თვით მიხეილ სააკაშვილი ესწრებოდა. სააკაშვილის პრეს-ოფისის განცხადების თანახმად ტრამპის შენობების აგების პოტენციური ობიექტების არეალი თბილისის გარდა შავი ზღვის სანაპიროსაც მოიცავს.

XS
SM
MD
LG