ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკიდან ჩაფრენილ 2 მოქალაქეს ამსტერდამში კითხავენ


სამართალდამცავები მიიჩნევენ, რომ ისინი ტერორისტული აქტისთვის ნიადაგს ამოწმებდნენ.

დაკავებულები იემენის მოქალაქეები არიან და მებაჟეების თქმით, მათ ბარგში საეჭვო ნივთებია აღმოჩენილი.

მათ შორის მობილური ტელეფონი, რომელიც ლენტით წამლის ბოთლზე იყო მიმაგრებული, 3 დანა და ყუთების მჭრელი, რომლებიც ასევე ლენტით იყო მიმაგრებული. ერთ-ერთ მათგანს 7000 დოლარი ხელით გადაჰქონდა.

აჰმედ მოჰამედ ნასერ ალ-სუფი და ჰეზმან ალ-მურისი ამსტერდამში, ჩიკაგოდან “იუნაითედ ეარლაინით” მგზავრობის შემდეგ დააკავეს.

სამართალდამცავები მიიჩნევენ, რომ ისინი ტერორისტული აქტისთვის ნიადაგს ამოწმებდნენ, მაგრამ ტელეკომპანია "ეიბისის" განცხადებით, მათთვის ოფიციალურად ბრალი არ წაუყენებიათ.

XS
SM
MD
LG