ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანში ტერაქტების შედეგად 18 კაცი დაიღუპა


პაკისტანში ტერაქტების შედეგად 18 კაცი დაიღუპა

პაკისტანის ოფიციალური პირების განცხადების თანახმად ყარაჩიში განხორციელებული ტერაქტების შედეგად 4 კაცი დაიღუპა.

ბალუჩისტანის პროვინციაში ვინაობადაუდგენელმა შეიარაღებბულმა პირებმა სამგზავრო ავტობუსი დაწვეს, რასაც 14 მგზავრის სიცოცხლე შეეწირა. პაკისტანის ძალოვანთა განცხადების თანახმად ყარაჩიში გამოყენებული იყო დისტანციური მართვის პულტები. თავდასხმებისათვის პასუხისმგებლობა იკისრა თალიბთა მოძრაობამ. ამ ფონზე შინაგან საქმეთა მინისტრმა რეჰმან მალიკმა დაიცვა ქვეყნის სადაზვერვო უწყება. მას ამის გაკეთება მოჯუხდა მას შემდეგ, რაც გაჟონილი ამერიკული ინფორმაციის თანახმად აშკარა გახდა ის, რომ პენტაგონი ამ სამსახურს აფასებს როგორც ორგანიზაციას, რომრლიც ხელს უწყობს ტერორისტებს.

XS
SM
MD
LG