ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბელარუსში დაპატიმრებულები ციხეში 15 დღე დარჩებიან


ბელარუსში დაპატიმრებულები ციხეში 15 დღე დარჩებიან

მასობრივი არეულობების ორგანიზება ზოგიერთ საპრეზიდენტო კანდიდატს ბრალდება.

კვირას მინსკში მომხდარი მღელვარების დროს პოლიციამ 600-მდე მომიტინგე დააპატიმრა. ისინი ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს აპროტესტებდნენ. მასობრივი პროტესტის ორგანიზატორების მიმართ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მასობრივი არეულობების ორგანიზება ზოგიერთ საპრეზიდენტო კანდიდატს ბრალდება. არეულობის შესახებ ალექსანდრ ლუკაშენკომ ჯერ კიდევ გუშინ განაცხადა:

„ის რის მოწყობასაც გუშინ მინსკში შეეცადენ დემოკრატია არ არის. ეს არის ბანდიტიზმი. ვანდალებმა ადამიანური სახე დაკარგეს.“

კვირას გამართულ, პროტესტში 30 ათასამდე მოქალაქე მონაწილეობდა. შეერთებული შტატების ოფიციალურმა პირებმა ჩატარებული არჩევნები არალეგიტიმურად ცნეს, მაშინ როდესაც რუსეთმა არჩევნების სამართლიანობა აღიარა. მინსკში მომხდარ არეულობას რუსეთმა ბელარუსის საშინაო საქმე უწოდა.

XS
SM
MD
LG