ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კლინტონის აზიური ტურნე დასრულდა


კლინტონის აზიური ტურნე დასრულდა
კლინტონის აზიური ტურნე დასრულდა

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჩინეთს მოუწოდებს გავლენა იქონიოს ჩრდილოეთ კორეაზე, რათა ფხენიანმა თავი შეიკავოს პროვოკაციებისგან. ჰილარი კლინტონმა ჩრდილოეთ კორეის საკითხი ჩინეთის სახელმწიფო კანცლერთან დაი ბინგუოსთან ერთად განიხილა. შეხვედრა ჩინეთის ქალაქ შენჟენში მიმდინარეობს. ამით ჰილარი კლინტონის აზიური ტურნე სრულდება.

„ყველას ვისაც შეუძლია სარგებელი მიიღოს გამჭვირვალე, ღია და თავისუფალი კონკურენციისგან, გააცანით პასუხისბებნლობა და საისცოცოხლო იენეტრსი რათა დაიცვან წესები. წესების დაუცველად მოქმედება კი სისტემის მუშაობის შეჩერებას და გამოფიტვას იწვევს,“ - განაცხადა ჰილარი კლინტონმა.

სახელმწიფო დეპატარამენტის წარმომადგენელმა ჩინეთში გამართულ მოლაპარაკებებს პროდუქტიული უწოდა. მისი თქმით, ჩინეთის ოფიციალურმა პირებმა ნათლად განაცხადეს, რომ ჩრდილოეთ კორეაზე მოახდენენ ზეწოლას და გააგებინებენ ფხენიანს, რომ პეკინი მათი ქმედებით უკმაყოფილოა.

XS
SM
MD
LG