ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰამიდ კარზაი „ვიკილიკსის“ წინააღმდეგ


ავღანეთის პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი მედიაში შეერთებული შტატების საიდუმლო სამხედრო დოკუმენტების გაჟონვის ფაქტს გმობს. მისი თქმით, ეს ფაქტი ავღანეთში არსებულ საერთაშორისო ძალებს საფრთხის წინაშე აყენებს. ამის შესახებ, ჰამიდ კარზაიმ დღეს ქაბულში განაცხადა. „ეს არის უპასუხისმგებლო და შოკისმომგვრელი ქმედება, რადგანაც როგორც ამ ადამიანებმა იმოქმედეს, ლეგიტიმურად თუ არალეგტიმურად, მათ ჯარისკაცების სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნეს,“ - განაცხადა ჰამიდ კარზაიმ. ავღანეთის ომის შესახებ საიდუმლო დოკუმენტები „ვიკილიკსის“ ვებ-გვერდზე კვირას გამოქვეყნდა. „ვიკილიკსის“ დამფუძნებელმა ჯულიან ასანჯიმ განაცხადა, რომ მათ შეამოწმეს მასალები დასახელებული წყაროების მიხედვით და 15 ათასზე მეტი დოკუმენტის გამოქვეყნებისგან თავი შეიკავეს.

XS
SM
MD
LG