ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბან კი მუნი პაკისტანშია


გაერო მსოფლიოს პაკისტანელების დახმარებისკენ მოუწოდებს

წყალდიდობისგან დაზარალებულ პაკისტანს გაეროს გენერალური მდივანი ეწვია. ისლამაბადში ჩასვლისთანავე ბან კი მუნმა განცხადება გააკეთა და მსოფლიოს თანამეგობრობას პაკისტანის დახმარებისკენ მოუწოდა. გაეროს მიერ გავრცელებული განცხადების თანახად, პაკისტანს დახმარების სახით 460 მილიონი დოლარი ესაჭიროება. ჯერჯერობით, დახმარების ფონდში ამ თანხის მხოლოდ 20 პროცენტია შესული. გაეროს გენერალური მდივანი პაკისტანის ხელისუფლების წევრებს შეხვდა. ის ასევე მოინახულებს სტიქიისგან დაზარალებულ რაიონებს. პაკისტანის პრემიერ-მინისტრ იუსუფ რეზა გილანის განცხადებით, თავსხმა წვმიმების შედეგად გამოწვეულმა წყალდიდობამ 20 მილიონი ადამიანი დააზარალა. სტიქიის შედეგად 1600 ადამიანია დაღუპული.

XS
SM
MD
LG