ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბარაქ ობამა ეგვიპტის გარდამავალ პერიოდს აფასებს


ქაიროში 18 დღიანი საპროტესტო გამოსვლების შემდეგ, რომლებიც ძირითადად მშვიდობიან ხასიათს ატარებდა პრეზიდენტი მუბარაქი როგორც იქნა გადადგა თავისი თანამდებობიდან.

შეერთებული შტატების პრეზიდენტის ბარაქ ობამას განცხადებით ჰოსნი მუბარაქი იძულებული გახდა გაეთვალისწინებინა ეგვიპტელი ხალხის მოთხოვნები ცვლილებების შესახებ, მაგრამ ამით არ მთავრდება ეგვიპიტის ისტორიის გარდამავალი ეტაპი.

ბარაქ ობამას განცხადებით: “ეს მხოლოდ დასაწყისია, მე დარწმუნებული ვარ, რომ წინ მძიმე დღეებია გველის. უამრავ კითხვას უნდა გაეცეს პასუხი. მე დარწმუნებული ვარ რომ ეგვიპტელები შეძლებენ ამის გაკეთებას და ყველაფერი მშვიდობიანი, კონსტრუქციული გზით მოგვარდება. ეგვიპტელები შეძლებენ ერთიანობის შენარჩუნებას და დემოკრატიის დაცვას.“

ეგვიპტელმა სამხედროებმა სახელმწიფოს საფუძვლების დაცვა შეძლეს და ახლა ეგვიპტელი ხალხის თვალში პოლიტიკური გარდაქმნების გარანტად გამოდიან. ეს პირველ რიგში ეგვიპტელთა უფლებების დაცვას ითვალისწინებს. ეგვიპტის სამხედრო ხელმძღვანელობა ძალაუფლების მშვიდობიანი ტრანსფორმაციის მომხრეა, ჯერ-ჯერობით კი შეჩერებულია კონსტიტუციიის მოქმედება და პარლამენტის ორივე პალატის მუშაობა.

ეგვიპტელი სამხედროები ხელისუფლებაში დარჩენას 6 თვის განმავლობაში აპირებენ, ან იმ დრომდე სანამ დემოკრატიული არჩევნები არ ჩატარდება. ეგვიპტე თავისი საერთაშორისო ვალდებულებების ერთგული დარჩება და არ დაარღვევს ისრაელთან დადებულ სამშვიდობო შეთანხმებას.

შეერთებული შტატები კვლავაც გააგრძელებს ეგვიპტესთან თანამშრომლობას და დახმარებას აღმოუჩენს ამ ქვეყანას დემოკრატიული გარდაქმნების ჩატარებაში. დემოკრატიული ეგვიპტე კიდევ უფრო მეტი ავტორიტეტით ისარგებლებს არა მარტო ამ რეგიონში არამედ მთელს მსოფლიოში.

ეგვიპტე კაცობრიობის ისტორიაში უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობდა 6 000 წლის განმავლობაში, მაგრამ ამ რამდენიმე კვირის მანძილზე, ეგვიპტელი ხალხის თავგანწირვის წყალობით ისტორიის ჩარხი კიდევ ერთხელ შემოტრიალდა სამოქალაქო უფლებების დაცვის თვალსაზრისით. ასე რომ ადამიანის ღირსების დაცვა ყველასთვის უპირველესი მიზანი უნდა იყოს. ეგვიპტელებმა მთელს მსოფლიოს დაანახეს, რომ სამართლიანობის მიღწევა ძალის გამოყენების გარეშეც შესაძლებელია. ახლა ეგვიპტელებს ახალი საზოგადოების ჩამოყალიბების შანსი გაუჩნდათ, რომელიც დემოკრატიულ პრინციპებზე და ადამიანის უფებების პატივისცემაზე იქნება დამოკიდებული. განაცხადა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ.

XS
SM
MD
LG