ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიტანელმა ტაქსის მძღოლმა 12 ადამიანი მოკლა


ბრიტანეთის პოლიცია გახმაურებული მკვლელობის მოტივების დადგენას ცდილობს. ტრაგედია გუშინ, ჩრდილო-აღმოსავლეთ ინგლისში, კუმბრიას საგრაფოში მოხდა. ტაქსის მძღოლმა 12 ადამიანი მოკლა და 25 დაჭრა. ბოლოს კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მედიაში გამოქვეყნებული ვერსიით, 52 წლის ტაქსის მძღოლს შეკამათება მოუვიდა თავის კოლეგა ტაქსის მძღოლებთან და შესაძლოა ოჯახის წევრებთანაც. შინაგან საქმეთა მინისტრის ტერეზა მეის თქმით, ტრაგედიის მიზეზების დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს:

„100 დეტექტივი უკვე იძიებს ამ საქმეს. გამოძიება დაინტერესებულია დერიკ ბერდის ისტორიით, მისი დამოკიდებულებით ცეხლსასროლი იარაღისადმი და ასევე მისი ქმედების მოტივაციით,“ - განაცხადა ტერეზა მეიმ.

XS
SM
MD
LG