ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიაში დემონსტრაციები იმართება


სირიაში დემონსტრაციები იმართება

სირიის მთავრობა მშვიდობიანი დემოსნტრანტების დარბევასა და დაშინებას ცდილობს.

პარასკევს სირიაში საპროტესტო აქციის დროს პოლიციამ ცეცხლი გაუხსნა აქციის მონაწილეებს. დაღუპულია რამდენიმე დემონსტრანტი.

სირიის 5 ქალაქში, მათ შორის დედაქალაქ დამასკოში იმართება საპროტესტო დემონსტრაციები. დედაქალაქში ორი დემონსტრაცია გაიმართა; მთავრობის მომხრეებისა და მოწინააღმდეგეების.

საერთაშორისო ამინისტია აცხადებს რომ მარტო ქალაქ დარაში გამართულ საპროტესტო აქციის დროს სულ მცირე 55 ადამიანი დაუღუპა. ქალაქ დარაში დემონსტრანტებმა სირიის ყოფილი პრეზიდენტის ჰაფეზ ალ ასადის ქანდაკება ჩამოაგდეს. შეგახსენებთ, რომ ქალაქი დარა მჭიდროდ არის დასახლებული სუნიტებით.

ვაშინგტონში, თეთრი სახლის წარმომადგენელმა დაგმო სირიაში მიმდინარე ძალადობა და განაცხადა, რომ სირიის მთავრობა მშვიდობიანი დემოსნტრანტების დარბევასა და დაშინებას ცდილობს.

გაეროს გენერალურმა მდივანს ბან კი მუნსა და სირიის პრეზიდენტს, ბატონ ასადს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. საუბრისას გენერალურმა მდივანმა პრეზიდენტს შეახსენა, რომ ლიდერის უპირველესი მოვალეობა ქვეყნის მოქალაქეთა პატივისცემა და ფუნდამენტალური უფლებების დაცვაა.

XS
SM
MD
LG