შეერთებული შტატების პრეზიდენტის ბარაკ ობამას განცხადებით, სამხედრო ოპერაცია ლიბიაში წარმატებით მიმდინარეობს.
მისი თქმით, ლიბიის ლიდერის მუამარ კადაფის სამხედრო-საჰაერო ძალები განადგურებულია და ოპოზიცია ახალ-ახალ ქალაქებს იპყრობს.
ბარაკ ობამას განცხადებით, ლიბიის სამხედრო ოპერაციის ხელმძღვანელობა ჩრდილო-ატლანტიკურმა ალიანსმა გადაიბარა და შეერთებული შტატები პასუხისმგებლობას თავის მოკავშირეებთან ერთად გაიზიარებს.
გაზეთ „ვაშინგტონ პოსტის“ ინფორმაციით, ამერიკა და მისი მოკავშირეები ლიბიის ოპოზიციისთვის იარაღის მიწოდების საკითხს განიხილავენ.