ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ინტერნეტ-თვალი"


"ინტერნეტ-თვალი"

კამერების საშუალებით ბრიტანელებს შეუძლიათ სუპერმარკეტებზე თავად აწარმოონ დაკვირვება

ოდესმე კერძო დეტექტივობაზე თუ გიოცნებიათ?

ევროპაში ახლადდანერგილი ტექნოლოგიური სიახლე მოსახლეობას საშუალებას აძლევს ოცნება აიხდინოს და ფარული კამერის საშუალებით ადამიანებს უთვალთვალოს. მომსახურება, რომელიც "ინტერნეტ-თვალის" სახელითაა ცნობილი, საშუალებას აძლევს ბრიტანეთში მცხოვრებ მოსახლეობას სუპერმარკეტებსა და სავაჭრო ცენტრებში დამონტაჟებული კამერებით მყიდველებზე დაკვირვება აწარმოოს და დამნაშავეს ქურდობის ფაქტზე წაასწროს. პროექტის მესვეურები იმედოვნებენ, რომ მოსახურება მთელს მსოფლიოში გაითქვამს სახელს, თუმცა კრიტიკოსები ამ სიახლეს არცთუ ისე აღატაცებით შეხვდნენ.

ლონდონის ერთერთი სუპერმარკეტის მეპატრონეს კამლეშ პატელს ქურდბაცაცებმა თავი ძალზე მოაბეზრეს. მიუხედავად იმისა, რომ მაღაზიაში სათვალთვალო კამერებია დამონტაჟებული, მძრაცველებს ნივთები და პროდუქტი მაღაზიიდან მაინც გააქვთ. ამიტომაც, როგორც კი პატელმა ახალი მომსახურების შესახებ შეიტყო, მაშინვე მისი დამონტაჟება გადაწყვიტა:

„მაღაზიაში ექვსი თანამშრომელი ყოველთვის მუშაობს, თუმცა სათითაოდ ყველა შემომსვლელზე დაკვირვება პრაქტიკულად შეუძლებელია. ახლა უკვე მშვიდად ვარ იმიტომ, რომ ვიცი - ჩემს მაღაზიას გარედან აკვირდებიან.“

ახალი იდეის პრინციპი ძალზე მარტივი და მოსახერხებელია. სათვალთვალო კამერებით, რომელიც ინტერნეტით გადაიცემა, ნებისმიერ მსურველს შეუძლია მაღაზიაში შესულ მყიდველს დააკვირდეს. ახალ მომსახურებას მოხალისეც ბევრი გაუჩნდა.

რობერტ სტივენსონი ერთერთი მათგანია:

„თუ რაიმეს შევამჩნევ, თითს ვაჭერ საგანგაშო ღილაკს და მაღაზიის მფლობელს ქურდობის ფაქტის შესახებ ვატყობინებ.“

მიუხედავად იმისა, რომ მომსახურება "ინტერნეტ-თვალი" არცთუ ისე დიდი ხანია არსებობს, პროექტმა 3000 მოხალისე ოფიციალურად უკვე შეიძინა. აღსანიშნავია, რომ პროექტის მოხალისეებს მაღაზიის მეპატრონეები ფულადი ჯილდოთი ასაჩუქრებენ.

დენიელ ჰამილტონი ორგანიზაცია "Big Brother Watch" -ის თანამშრომელია. მისი აზრით, მსგავსი პროექტის დანერგვა ადამიანთა პირადი უფლებების დარღვევას უდრის:

„ზოგიერთი მოხალისისთვის ეს ერთგვარი გართობაა. შეგიძლია სახლიდან გაუსვლელად პატიოსან ადამიანებს ჩაუსაფრდე . მაგრამ ეს სხვის ცხოვრებაში უხეშად ჩარევას ნიშნავს.“

თუმცა ინტერნეტ-თვალის დამაარსებლის ტონი მორგანის თქმით, ეს მომსახურება მაღაზიის მეპატრონეებს უდიდეს დახმარებას უწევს:

„მსგავსი კამერები ყველა მაღაზიაშია დამონტაჟებული. მათი არსებობით დღემდე არავინ შეწუხებულა. მოხალისეები ინტერნეტის საშუალებით ვაჭრობის პროცესს დააკვირდებიან და ამით არავის უფლებებს არ შეუარცხყოფენ.“

აღსანიშნავია ისიც, რომ მოხალისეებს არ ეძლევათ მისამართი იმ მაღაზიებისა, რომლებსაც ინტერნეტით უთვალთვალებენ. თუმცა ბევრ ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დამცველი კანონები მსგავს თვალთვალს კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან.

ტონი მორგანი კანადიდან ახლახანს დაბრუნდა, სადაც ხელი მოაწერა ხელშეკრულებას, რომლის საფუძველეზეც კანადაში ინტერნეტ-თვალის მომსახურება მაღაზიებსა და სუპერმარკეტებში გავრცელდება:

ჩვენი მომსახურებით ევროკავშირის თითქმის ყველა ქვეყანა სარგებლობს. დადგება დრო, როცა მათ ამერიკა და არგენტინაც შეუერთდებიან.“

"ინტერნეტ-თვალით" მომსახურების წარმატება 21 საუკუნის ტექნოლოგიათა კიდევ ერთი პროგრესული გამოვლინებაა. თუმცა მსგავსი საშუალებებით უსაფრთხოების დაცვას კრიტიკოსები პირადი უფლებების შელახვად მიიჩნევენ.

XS
SM
MD
LG