ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლიბიაში დაპირისპირება გრძელდება


ლიბიაში დაპირისპირება გრძელდება

ტრიპოლიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად ტრიპოლიში გახშირდა კადაფის მომხრე შეიარაღებული ჯგუფების მიერ იმ ხალხის გატაცება, ვინც მონაწილეობდა ანტი-სამთავრობო მანიფესტაციებში.მათი ვინაობის დადგენა ვიდე და ფოტომასალებით ხდება. თვითმხილველთა თქმით მთელი კვირის განმავლობაში ადგილი ჰქონდა ეჭვმიტანილთა დაპატიმრებას.

ტრიპოლიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად ტრიპოლიში გახშირდა კადაფის მომხრე შეიარაღებული ჯგუფების მიერ იმ ხალხის გატაცება, ვინც მონაწილეობდა ანტი-სამთავრობო მანიფესტაციებში.მათი ვინაობის დადგენა ვიდე და ფოტომასალებით ხდება. თვითმხილველთა თქმით მთელი კვირის განმავლობაში ადგილი ჰქონდა ეჭვმიტანილთა დაპატიმრებას. უშიშროება ამ მეთოდს პარასკევის ლოცვების წინ მიმართავს, რადგანაც სწორედ პარასკევის ლოცვების შემდეგ იწყება ხოლმე საპროტესტო გამოსვლები მთელს არაბულ სამყაროში. ჩვეულებრივ ეჭვმიტანილებს დილაადრიან აკავებენ. ბევრს მიაჩნია, რომ ამ მეთოდმა გაჭრა და ხალხს უკვე ეშინია ანტი-სამთავრობო აქციებში მონაწილეობის მიღება. ამ ფონზე ქვეყნის აღმოსავლეთში ქალაქ ბრეგას მისადგომებთან მეამბოხეებმა კონსოლიდირება მოუხდინეს მათ ძალებს.

XS
SM
MD
LG