ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნეჯმეთთინ ერბაქანი გარდაიცვალა


ნეჯმეთთინ ერბაქანი გარდაიცვალა

თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯებ ტაიპ ერდოგანმა ერბაქანს „მასწავლებელი და წინამძღოლი“ უწოდა.

დღეს თურქეთში პირველი ისლამისტი პრემიერ-მინისტრი და ქვეყნის ისლამური მოძრაობის ლიდერი ნეჯმეთთინ ერბაქანი გარდაიცვალა. მას 85 წლის ასაკში გული გაუჩერდა.

თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯებ ტაიპ ერდოგანმა ერბაქანს „მასწავლებელი და წინამძღოლი“ უწოდა. მისი თქმით, ერბაქანის მიმართ მას მუდამ ექნება მადლიერების გრძნობა. ერბაქანმა პოლიტიკური კარიერა 1969 წელს დაიწყო. ის ქვეყნის პრემიერ-მინისტრი მხოლოდ ერთი წელი იყო.

1997 წელს თურქეთში სამხედროების ზეწოლით ერბაქანი თანამდებობიდან გადადგა, 1998 წელს კი მისი პარტია აიკრძალა. მოგვიანებით ორგანიზაცია „სამართლიანობის და განვითარების პარტიად“ გარდაიქმნა და მას სათავეში ამჟამინდელი პრემიერი ერდოგანი ხელმძღვანელობს.

XS
SM
MD
LG