ახალი ზელანდიის ქალაქ ქრაისთ ჩარჩში 6.3 ბალის სიმძლავრის მიწისძვრას ჰქონდა ადგილი. ადგილი აქვს მსხვერპლს. მიყენებულია მნიშვნელოვანი მატერიალური ზარალი. არიან დაშავებულები. ორი ავტობუსი მოჰყვა ჩამონგრეული შენობების ნანგრევებში. ქალაქში შენობათა უმეტესობა დანგრეულია. ქალაქის განსაზღვრულ რაიონებში აღარ მიეწოდება ელექტროენერგია. სატელეფონო ხაზები გადაჭრიალია. ათასობით ადამიანი უსახლკაროდ არის დარჩენილი. დღემდე არ წყდება მიწისქვეშა ბიძგები. ამერიკული გეოლოგიური ცენტრის განცხადების თანახმად მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქიდან 5 კილომეტრში დაფიქსირდა. აღსანიშნავია, რომ გასული წლის სექტემბერში ქრაისთ ჩარჩის შორიახლოს 7.1 სიმძლავრის მიწისძვრას ჰქონდა ადგილი.
ახალი ზელანდიის ქალაქ ქრაისთ ჩარჩში 6.3 ბალის სიმძლავრის მიწისძვრას ჰქონდა ადგილი.