ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თალიბები კვლავ უტევენ


თალიბები კვლავ უტევენ
თალიბები კვლავ უტევენ

თალიბებთან შეტაკებაში 15 პოლიციელი და ერთი უშიშროების თანამშრომელი დაიღუპა.

თალიბებმა ქალაქ ყანდაარში პოლიციის შტაბ-ბინაზე მიიტანეს იერიში, რომლის დროსაც სულ ცოტა 16 ადამიანი დაიღუპა და 40 დაიჭრა.

ავღანეთის ხელისუფლების განცხადებით, ხელყუმბარებით და ავტომატებით შეიარაღებული კამიკაძეები პოლიციის შენობაში შევარდნენ, მაშინ როდესაც მათმა თანამებრძოლებმა მოპირდაპირე სახლიდან გახსნეს ცეცხლი.

ამავე დროს იქვე მახლობლად ავტომანქანაში დამონტაჟებული ბომბი აფეთქდა. ხელისუფლების ინფორმაციით, თალიბებთან შეტაკებაში 15 პოლიციელი და ერთი უშიშროების თანამშრომელი დაიღუპა.

მიუხედავად იმისა, რომ ყანდაარი სავსეა დასავლური კოალიციის ჯარებით, თალიბები მაინც ახერხებენ ეფექტური თავდასხმების განხორციელებას სამთავრობო ძალების წინააღმდეგ.

XS
SM
MD
LG