ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აფრიკის ლიდერები ადის აბებაში იკრიბებიან


აფრიკის ლიდერები ადის აბებაში იკრიბებიან

აფრიკის ლიდერები მსგავსი სახის თათბირს წელიწადში ერთხელ აწყობენ.

ეთიოპიის დედაქალაქში, ადის აბებაში უმაღლესი დონის თათბირი მიმდინარეობს. კონფერენციაზე, რომელშიც აფრიკის 25 ლიდერი იღებს მონაწილეობას, პოლიტიკურ და უშიშროების საკითხებზე მსჯელობენ.

აფრიკის ლიდერები მსგავსი სახის თათბირს წელიწადში ერთხელ აწყობენ. თათბირის მონაწილეები განიხილავენ სუდანის, სომალისა და სპილოს ძვლის ნაპირის პოლიტიკურ მდგომარეობას.

თუმცა აფრიკის კავშირის თავჯდომარემ ჯან პინგმა განაცხადა, რომ მიუხედავად ეგვიპტესა და ტუნისში მიმდინარე მოვლენებისა, ამ ორი ქვეყნის კრიტიკული პოლიტიკური მდგომარეობის განხილვა თათბირის დღის წესრიგში არ დგას.

ადის აბებას კონფერენციის ფონზე გაეროს გენერალური მდივანი ბან კი მუნი პატარა ზომის თათბირს მასპინძლობს, რომლის მთავარი თემა სპილოს ძვლის ნაპირისა და სუდანის ირგვლივ მიმდინარე კრიზისია და მდგომარეობის მშვიდობიან განმუხტვას ემსახურება.

XS
SM
MD
LG