ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გერმანიაში მატარებლების შეჯახება მოხდა


გერმანიაში მატარებლების შეჯახება მოხდა

ავარიის მიზეზი დაუდგენელია.

შაბათ საღამოს გერმანიის აღმოსავლეთ რეგიონში სატვირთო და სამგზავრო მატარებლების შეჯახებამ 10 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. 33 ადამიანი კრიტიკულ მდგომარეობაშია.

ადგილობრივი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ავარია სოფელ ჰორდორფში, საქსონია-ანჰალტის მხარეში მოხდა.

შემთხვევის ადგილას 150 მეხანძრემ, პოლიციამ და სამაშველო რაზმებმა მოიყარეს თავი.

როგორც ადგილობრივი პოლიცია აცხადებს, ჯერჯერობით უცნობია, თუ რამ გამოიწვია ავარია. ამავე განცხადების თანახმად, სამგზავრო მატარებლის რამდენიმე ვაგონი ლიანდაგებიდან გადავიდა, რის გამოც მსხვერპლი გაიზრდება.

XS
SM
MD
LG