ერაყის ოფიციალური პირების ცნობით, ბაღდადის რამდენიმე რაიონში აფეთქება მოხდა.
შიიტებით დასახლებულ უბანში მიმდინარე სამგლოვიარო პროცესიის დროს, მანქანაში დამონტაჟებული ნაღმის აფეთქების შედეგად გარდაიცვალა 37 ადამიანი და დაშავდა 78.
ბაღდადის კიდევ ერთ უბანში, რომელიც კარადას სახელით არის ცნობილი, ასევე გზის პირას ჩადებული ბომბის აფეთქებას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავდა 5, მათ შორის 3 პოლიციელი.
დედაქალაქის ბაბ-ალ-მუადამის რაიონში მომხდარი აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.
ბოლო ორი კვირის განმავლობაში ერაყში გახშირდა აფეთქებები, სადაც ორგანიზატორები მიზანში შიიტ მომლოცველებსა და უშიშროების ძალებს იღებენ.