ეგვიპტეში მიმდინარე საპროტესტო აქციების მესამე დღეს ორ ქალაქში პოლიციელებსა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა.
ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებმა სუეცში რეზინის ტყვიებით და ცრემლმდენი გაზით დაშალეს ხალხი. დემონსტრანტების ერთმა ნაწილმა იქ გუშინ სამთავრობო უწყებას ცეცხლი წაუკიდა. სხვებმა მმართველი ეროვნულ დემოკრატიული პარტიის შტაბ ბინის წინ ცეცხლგამჩენი ბომბის აფეთქება სცადეს. შეტაკება მოხდა ქალაქ ისმაილიაშიც. დაშავებულია 55 ადამიანი.
ამ ფონზე, ეგვიპტური წარმოშობის ცნობილი მოღვაწე მოჰამედ ელ ბარადეი ეგვიპტეში გეგმავს ჩასვლას და დემონსტრანტებთან ერთად აპირებს პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაკის ოცდაათწლიანი მმართველობის წინააღმდეგ გამოსვლას.