ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტუნისში არეულობა გრძელდება


ტუნისში არეულობა გრძელდება

სამთავრობო ძალებსა და მომიტინგეებს შორის კონფრონტაცია მოხდა.

ტუნისში არეულობა გრძელდება. პოლიციამ ანტისამთავრობო დემონსტრაციის დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. მომიტინგეები პრემიერ-მინისტრის ოფისთან იყვნენ შეკრებილები. სამთავრობო ძალებსა და მომიტინგეებს შორის კონფრონტაცია, პროტესტანტების ღამე შეკრებამ გამოიწვია, რითაც მათ კომენდანტის საათი დაარღვიეს.

კვირას ტუნისის ქუჩებში ასობით ადამიანი შეიკრიბა. ისინი ითხოვენ, რომ ახალ მთავრობაში ყოფილი პრეზიდენტის ბენ ალის ადმინისტრაციის წევრები არ დაინიშნონ.

ტუნისის ყოფილმა პრეზიდენტმა ბენ ალიმ ქვეყანა თვის დასაწყისში დატოვა მას შემდეგ, რაც დედაქალაქის ქუჩებში მრავალათსიანი დეომონსტრაციები მოეწყო მისი გადადგომის მოთხოვნით. ტუნისის მოსახლეობა უმუშევრობის მაღალ დონეს და პროდუქტებზე ფასების ზრდას აპროტესტებდა.

XS
SM
MD
LG