ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კომისიამ ებრაელი ჯარისკაცები გაამართლა


კომისიამ ებრაელი ჯარისკაცები გაამართლა

ისრაელის კომანდოსებმა ამ რეიდის დროს 9 ადამიანი მოკლეს, მათ შორის ერთი ამერიკის მოქალაქე.

ისრაელის საგამოძიებო კომისიამ გაამართლა ებრაელი კომანდოსების მოქმედება საერთაშორისო ფლოტოლიის წინააღმდეგ, რომელსაც ღაზას სექტორში ჰუმანიტარული დახმარება მიქონდა.

კომისიის დასკვნით, ისრაელის სამხედროები მართლები არიან, რადგან თავდაცვის მიზნით იძულებულნი გახდნენ იარაღი გამოეყენებინათ პალესტინელთა მხარდამჭერი თურქი აქტივისტების წინააღმდეგ.

ისრაელის კომანდოსებმა ამ რეიდის დროს 9 ადამიანი მოკლეს, მათ შორის ერთი ამერიკის მოქალაქე. აღნიშნულმა აქციამ მსოფლიო საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია.

მიუხედავად ამისა, კომისიამ მიიჩნია, რომ ღაზას სექტორის სამწლიანი ბლოკადა არ არღვევს საერთაშორისო კანონებს.

XS
SM
MD
LG