ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთის პრეზიდენტი ვაშინგტონშია


ჩინეთის პრეზიდენტი ვაშინგტონშია

ჩინეთის პრეზიდენტი ჰუ ჯინ ტაო ოფიციალური ვიზიტით ეწვია აშშ-ს. ენდრიუსის სამხედრო საჰაერო ძალთა ბაზაში, რომელიც ვაშინგტონის შორიახლოს არის განლაგებული ჩინეთის პრეზიდენტს აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მიეგება. თეთრ სახლში არაოფიციალური ვახშამი გამართა აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ. ოფიციალური მოლაპარაკებები დღეს იწყება. ოფიციალური ვახშამი ვაშინგტონის დროით დღეს საღამოს გაიმართება. მოლაპარაკების მთავარი თემები იქნება ორმხრივი ვაჭრობა და ეკონომიკა.

XS
SM
MD
LG