ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყში კვლავ ტერაქტებია


ერაყში კვლავ ტერაქტებია

ქალაქ ბაქუბაში ასაფეთქებელი ნივთიერებით დატვირთული მანქანა აფეთქდა.

ტერაქტების სერია განხორციელდა ერაყში. ოფიციალური პირების ცნობით, თვითმკვლელმა ტერორისტმა ბაღდადის ჩრდილოეთ ნაწილში პოლიციის შენობაზე მიიტანა იერიში, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა ხოლო 28 დაიჭრა.

ასევე ტერორისტული აქტი მოხდა ქალაქ ბაქუბაში, სადაც სკოლის მახლობლად ასაფეთქებელი ნივთიერებით დატვირთული მანქანა აფეთქდა. დაჭრილია რამდენიმე ბავშვი. კვირას კი თავდასხმა მოხდა ამერიკელ ჯარისკაცებზე, რის შედეგადაც 2 სამხედრო მოსამსახურეა დაღუპული. ამერიკის არმიის სარდლობას სხვა დეტალები არ დაუზუსტებია.

XS
SM
MD
LG