ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ში ამინდი გაუარესდა


აშშ-ში ამინდი გაუარესდა
აშშ-ში ამინდი გაუარესდა

აღმოსავლეთ სანაპიროზე მეინიდან ნიუჯერსიმდე ძლიერი ქარბუქი იქნება.

კვირას შეერთებული შტატების ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მოსულმა თოვლმა და ძლიერმა ქარმა საჰაერო, სარკინიგზო და საავტომობილო ტრანსპორტის მიმოსვლა შეაფერხა, რითაც შობის დღესასწაულის მეორე დღეს მგზვრებმა სახლებში დაბრუნება ვერ შეძლეს. შეერთებული შტატების ამინდის ნაციონალური სამსახურის ცნობით, ამინდის კიდევ უფრო გაურესება დღეს საღამოდან არის მოსალოდნელი.

კერძოდ აღმოსავლეთ სანაპიროზე მეინიდან ნიუჯერსიმდე ძლიერი ქარბუქი იქნება. ასევე წინასწარი პროგნოზით, თოვლის საფარი 50 სანტიმეტრს გადაჭარბებს ნიუ-იორკსა და ბოსტონში, ასევე ამავე რაიონებში მოსალოდნელია ძლიერი ქარიშხალი. რომლის სიმძლავრე საათში 80 კილომეტრი იქნება.

ვაშინგტონში, ნიუ-იორკში, ფილადელფიასა და ბოსტონში ათასობით საჰაერო რეისია გაუქმებული. მასაჩუსეტის, მერილენდის, ვირჯინიის და ჩრდილოეთ კაროლინის გუბერნატორეა ამ შტატებში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს.

XS
SM
MD
LG