მოსკოვში ყინულოვანი შტორმი მძვინვარებს, რის გამოც ქალაქის ცენტრალურ უბნებს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. მოსკოვის დომოდედოვოს აეროპორტი დახურულია და ქალაქის ქუჩებში მოძრაობა გართულებულია.
ქალაქის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ უკვე 15 საათია დომოდედოვოს აეროპორტიდან ფრენები შეწყდა.
ქალაქის მეორე აეროპორტი შერემეტევოს აეროპორტი ფუნქციონირებს, თუმცა გარკვეული შეფერხებებით.
მოსკოვში 200, 000 ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა.