ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სეული სამხრეთ წრთვნებს დროებით აჩერებს


სეული სამხრეთ წრთვნებს დროებით აჩერებს

ფხენიანი საპასუხო სამხედრო მოქმედებებით დაიმუქრა.

სამხრეთ კორეის განცხადებით, ცუდი ამინდის გამო გადაიდო საარტილერიო სროლების ჩატარება, ჩრდილოეთ კორეის საზღვრის მახლობლად მდებარე კუნძულზე და ამ გადაწყვეტილებაზე უცხო ქვეყნების დიპლომატიურ ზეწოლას არ უქონია გავლენა.

შაბათს ჩინეთმა ორივე კორეის ელჩებთან შეხვედრისას, შეშფოთება გამოთქვა სეულის მიერ სამხედრო წვრთნების ჩატარებასთან დაკავშირებით, რადგან თავის მხრივ ფხენიანი საპასუხო სამხედრო მოქმედებებით დაიმუქრა.

დღეს რუსეთის ინიციატივით, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართება ამ საკითხთან დაკავშირებით. გაეროში რუსეთის წარმომადგენლის ვიტალი ჩურკინის განცხადებით, უშიშროების საბჭომ დიპლომატიური ბერკეტებით ზეწოლა უნდა მოახდინოს დაპირისპირებულ მხარეებზე, რათა თავიდან აიცილოს კორეის ნახევარკუნძულზე ახალი სამხედრო კონფლიქტის დაწყება.

XS
SM
MD
LG