ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანში კვლავ მსხვერპლია


პაკისტანში კვლავ მსხვერპლია
პაკისტანში კვლავ მსხვერპლია

ამერიკელებმა რაკეტებით სამი რაიონი დაბომბეს.

ამერიკული უპილოტო საფრენი აპარატის მიერ განხორციელებული დაბომბვის შედეგად, პაკისტანის ხიბერის რეგიონში სულ ცოტა 24 ადამიანი დაიღუპა.

ამ რაიონში ლაშქარ ისლამის შეიარაღებული დაჯგუფება მოქმედებს, რომელიც პაკისტანელ თალიბებთან მჭიდროდ თანამშრომლობს.

პაკისტანის ხელისუფლების განცხადებით, ამერიკელებმა რაკეტებით სამი რაიონი დაბომბეს. გუშინ იმავე რაიონში კიდევ ერთი ანალოგიური თავდასხმა განხორციელდა, რომლის დროსაც 7 ადამიანი დაიღუპა.

ადრე ამერიკა ავღანეთის მოსაზღვრე ჩრდილოეთ ვაზირისტანის პროვინციას ბომბავდა, მიუხედავად იმისა, რომ პაკისტანის ხელისუფლება ყოველთვის პროტესტს აცხადებდა მათ ამგვარ მოქმდებაზე.

XS
SM
MD
LG