ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ინდოეთს შეუძლია მშვიდად იყოს


ინდოეთს შეუძლია მშვიდად იყოს
ინდოეთს შეუძლია მშვიდად იყოს

აშშ-პაკისტანის ურთიერთობით დელის როლი არ მცირდება

შეერთებული შტატების სპეციალურმა წარმომადგენელმა ავღანეთსა და პაკისტანში განაცხადა, რომ ინდოეთს არ უნდა აშფოთებდეს შეერთებულ შტატებსა და პაკისტანს შორის ურთიერთობების გაღრმავება. დღეს ნიუ-დელიში გამოსვლის დროს ელჩმა რიჩარდ ჰოლბრუკმა აღნიშნა, რომ ინდოეთის როლი რეგიონული უსაფრთხოების საკითხებში არანაირად არ მცირდება. მის განცხადებით, ავღანეთში სტაბილურობა ვერ მიიღწევა პაკისტანის მონაწილეობის გარეშე, თუმცა ამ საკითხში ინდოეთს ასევე მნიშვნელოვანი როლი აკისრია.

XS
SM
MD
LG