ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკული უპილოტო საფრენი აპარატი კვლავ უტევს


ამერიკული უპილოტო საფრენი აპარატი კვლავ უტევს

შეერთებული შტატები ოფიციალურად არ აღიარებს პაკისტანში სამხედრო ოპერაციებში საკუთარ მონაწილეობას.

პაკისტანის ხელისუფლების განცხადებით, სავარაუდოდ ამერიკული უპილოტო საფრენი აპარატის მიერ განხორციელებული დაბომბვის შედეგად ავღანეთის საზღვრის მახლობლად სამი ადამიანი დაიღუპა.

თავდასხმა ჩრდილოეთ ვაზირისტანის ქალაქ მირანშახის მახლობლად მოხდა. ანალოგიური თავდასხმის შედეგად, ამავე რაიონში ცოტა ხნის წინ 14 მეომარი დაიღუპა.

პაკისტანის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ აღნიშნული რაიონი თალიბანის და ალ-ყაიდას მთავარი დასაყრდენია, საიდანაც ისინი ავღანეთში სამხედრო ოპერაციებს გეგმავენ.

შეერთებული შტატები ოფიციალურად არ აღიარებს პაკისტანში სამხედრო ოპერაციებში საკუთარ მონაწილეობას, რადგან აღნიშნული თავდასხმები პაკისტანელთა აღშფოთებას იწვევს. ამერიკელთა მოქმედებას ისლამაბადიც კი აკრიტიკებს.

XS
SM
MD
LG