ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში კვლავ აფეთქებებია


ავღანეთში კვლავ აფეთქებებია
ავღანეთში კვლავ აფეთქებებია

ერთერთ ტერაქტს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და ოთხი დაიჭრა.

ავღანეთის ხელისუფლების განცხადებით, ველოსიპედებზე დამონტაჟებული ბომბების აფეთქების შედეგად, 4 ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაიჭრა.

პირველი აფეთქება ქაბულის აღმოსავლეთით მდებარე ლაღმანის პროვინციაში მოხდა, რომლის დროსაც სულ ცოტა სამი ადამიანი დაიღუპა და 25 დაიჭრა.

ხელისუფლების განცხადებით, დაღუპულთა შორის ერთი ქალი და მცირეწლოვანი ბავშვია.

მეორე აფეთქება პირველი ტერაქტის მახლობლად განხორციელდა. საფრანგეთის საინფორმაციო საშუალებების გადმოცემით, ამ ტერაქტს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და ოთხი დაიჭრა.

ზემოხსენებულ ტერაქტებზე პასუხისმგებლობა თალიბებმა იკისრეს.

XS
SM
MD
LG