ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თავდასხმა ჯალალაბადის აეროპორტზე


თავდასხმა ჯალალაბადის აეროპორტზე

ავღანელი ოფიციალური პირების განცხადების თანახმად ავღანეთის არმიის უნიფორმებში გადაცმული თალიბები ჯალალაბადის აეროპორტს დაესხნენ თავს. ამტყდარი სროლისას სამი თალიბი დაიღუპა. მანამდე კამიკაძე ტერორისტმა ქაბულის შემოგარენში ნატოს სამხედრო კოლონას შეაჯახა დანაღმული ავტომობილი და თავი აიფეთქა. ამ ფონზე მომავალ კვირას ლისაბონში ნატოს ლიდერები ატარებენ შეხვედრას, რომელზეც ავღანეთის საკითხსაც განიხილავენ.

XS
SM
MD
LG