ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქარბორბალა "ტომასი" აქტიურდება


ქარბორბალა "ტომასი" აქტიურდება

ასობით ადამიანმა დატოვა სახლკარი და თავშესაფარს შეეკედლა.

კარიბის კუნძულებზე ქარბორბალა "ტომასი" მძვინვარებს. ბარბადოსში, სენტ ვინსენტსა და სენტ ლუსიაში ქარბორბალამ სახლებს სახურავები მოაგლიჯა და შეაფერხა ენერგომიწოდება.

ჯერჯერობით მსხვერპლი არ ყოფილა, თუმცა ასობით ადამიანმა დატოვა სახლკარი და თავშესაფარს შეეკედლა.

სინოპტიკოსები ვარაუდობენ, რომ ქარბორბალა "ტომასი" გეზს იამაიკისკენ, ჰაიტისკენ და დომინიკის რესპუბლიკისკენ აიღებს და კიდევ უფრო გაძლიერდება.

XS
SM
MD
LG