ერაყის ლიდერები მთავრობის ფორმირებას ცდილობენ. ანალიტიკოსები კი ერაყის მოქალაქეებში უიმედობის გაჩენაზე საუბრობენ. ამერიკული მედია კი ერაყელთა უიმედობას კოალიციის მოკავშირე ასობით კარგად შეიარაღებული ერაყელი მებრძოლის არსებობას უკავშირებს, რომლებიც შესაძლოა ამბოხებულებს შეუერთდნენ ან საერთოდ სახლებში დაბრუნდნენ. ამ თემაზე „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტმა ელიზაბეტ ლიიმ იმუშავა.
მას შემდეგ რაც, რაც ორი თვის წინ ამერიკულმა შენაერთებმა ერაყიდან გასვლა დაიწყეს, ქვეყანაში ძალადობა არ შენელებულა. შეერთებული შტატების მშვიდობის ინსტიტუტის თანამშრომელი შონ კეინი ამბობს, რომ 2006 წლის შემდეგ ერაყში ძალადობის დონე შემცირდა, თუმცა ტერორისტული აქტები გრძელდება, რაც ერაყის მოსახლეობაში შეშფოთებას იწვევს.
„მათ ძალიან უნდათ, რომ ამერიკის არმიამ დატოვოს ქვეყანა, მაგრამ ასევე ფიქრობენ თუ რა მოხდება ამის შემდეგ. ისინი არც თავიანთ უსაფრთხოების ძალებს ენდობიან და არც პოლიტიკურ ლიდერებს,“ - აცხადებს შონ კეინი.
კიდევ ერთი პრობლემა რაზეც კეინი საუბრობს, ის არის რომ ერაყელებმა მარტის არჩევნების შემდეგ დღემდე ვერ მოახერხეს მთავრობის ფორმირება.
„ფსონები იმაზე გაცილებით მაღალია ვიდრე 2006 წლის არჩევნების დროს რადგან ბევრ ერაყელს აქვს იმის შეგრძნება, რომ ეს ქვეყანაში უკანასკნელი დემოკრატიული არჩევნებია და არავის სურს ხელისუფლების გარეთ დარჩენა, განსაკუთრებით მაშინ როცა ამერიკელი სამხედროები ქვეყანას ტოვებენ,“ - ასკვნის კეინი.
პოლიტიკური სისტემის სისუსტის გარდა, ასევე ვრცელდება ინფორმაცია სხვა საფრთხის შესახებაც. ამერიკული მედია სუნიტი ამბოხებულების გააქტიურების შესახებ იუწყებიან. ამას ისიც ემატება, რომ ამერიკელების მოკავშირე ერაყელი მებრძოლები რომლებიც თავს თავს „გამოფხიზლებულ საბჭოებს“ უწოდებენ, ახლა უკვე ალ-ყაიდას რიგებში ერთიანდებიან.
„გამოფხიზლებულთა“ წევრები ყოფილი ამბოხებულები არიან, რომლებმაც შემდეგ უკვე „ალ-ყაიდას“ა წინააღმდეგ დაიწყეს ბრძოლა, იმ იმედით რომ ამერიკელი სამხედროებივით მაღალ ხელფასებს და ერაყის ახალ მთავრობაში სამსახურებს მიიღებდნენ. თუმცა, შონ კეინი ამბობს, რომ ყოფილი სუნიტი მებრძოლების ნახევარზე მეტს კვლავ არ აქვს სამსახური ახალ მთავრობაში.
„როდესაც დაბალი რეიტინგი, ბიუროკრატიული ბარიერები და მთავრობის ფორმირების ბუნდოვანი მომავალი ერთ მთლიანობას ქმნის, არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ზოგიერთი მათგანი ფსონის გაკეთებას უკიდურესობაზე აპირებს,“ - ამბობს კეინი.
სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე მაიკლ კორბინი სუნიტების „ალ-ყაიდასთან“ შეერთების ფაქტს არ ადასტურებს. „გარკვეული სტატიების მიუხედავად, სუნიტების მხრიდან ამბოხებულთა მხარადაჭერის ფაქტები არ არსებობს. პირველი, იქ არ არსებობს ამბოხებულთა მოძრობა, იქ არიან ტერორისტული ჯგუფები და მეორე ჩვენ არ გვაქვს იმის სამხილები, რომ სუნიტები იარაღს ხელისუფლების და პოლიტიკური პროცესის წინააღდმეგ იღებენ,“ - ამბობს კორბინი.
ამის მიუხედავად კორბინი ამბობს, რომ ზოგიერთი ერაყელის ამბოხებულთა მხარეს გადასვლის შესაძლებლობა რეალური საფრთხეა.
„ჩვენ იქ დასაქმებას უნდა შევუწყოთ ხელი. ხალხი ამბოხებულებს არ ემხრობა მაგრამ ეს მოხდება, თუკი მათ არ ექნებათ სამსახურები,“ - ამბობს კორბინი.
შონ კეინის აზრით კი, დასაქმების გარდა ერაყში სტაბილურობის ხელშემწყობი ფაქტორი, ახალი მთავრობის ფორმირება და ძალაუფლების გადანაწილება უნდა გახდეს.