ინდონეზიის ოფიციალური პირების განცხადების თანახმად კუნძულ იავაზე ვულკანის მოულოდნელი ამოფრქვევის შედეგად გავარვარებულ ლავაში დაუზუსტებელი მონაცემებით სულ მცირე 25 ადამიანი ცოცხლად დაიწვა. ამას წინ უძღვოდა ცუნამი, რომელსაც ბიძგი მიწისძვრამ მისცა. დაიღუპა 100-ზე მეტი კაცი. ადგილობრივი ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ინდონეზიის ყველაზე აქტიური ვულკანის მერაპის ამოფრქვევა შეიძლება განმეორდეს. ამ მთის პერიმეტრიდან მოსახლეობის დროული ევაკუაციის წყალობით თავიდან იქნა აცილებული ბევრად უფრო დიდი მსხვერპლი.