ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთში სტიქია მძვინვარებს


მეტეროლოგებმა ტაიფუნს მეორე კატეგორია მიანიჭეს.

დღეს დილით აღმოსავლეთ ჩინეთის სანაპიროს ტაიფუნი ფანაპი დაატყდა თავს, რამაც მრავალ ადგილას მეწყერი გამოიწვია.

ხელისუფლებამ ფუხიანის პროვინციიდან 186 ათასი ადამიანის ევაკუირება მოახდინა. მეთევზეებს სანაპიროდან გასვლა აეკრძალათ. თითქმის ყველა მაღაზია დაიკეტა.

მეტეროლოგებმა ტაიფუნს მეორე კატეგორია მიანიჭეს. ხელისუფლების განცხადებით, ტაიფუნი შესაძლოა ამ წელს ჩინეთისთვის ყველაზე ძლიერი სტიქია გამოდგეს. ტაიფუნმა უკვე მრავალი მეწყერი გამოიწვია ტაივანში და ასევე 300 ათასამდე სახლი ელექტროენერგის გარეშე დარჩა.

XS
SM
MD
LG