ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სარკოზის მკაცრად აკრიტიკებენ


ევროკავშირში საფრანგეთის პოლიციის მოქმედება ნაცისტების პოლიტიკას შეადარეს.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა გვიდო ველტერველემ უარყო საფრანგეთის პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის მტკიცება, თითქოს გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა მასთან საუბარში ბოშების გასახლების გეგმებზე ისაუბრა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ამის შესახებ ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერთა შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ნიკოლა სარკოზი მკაცრი კრიტიკის ქვეშ მოექცა ბოშების დეპორტაციის გამო. ევროკავშირის წარმომადგენელმა ვივიან რედინგმა საფრანგეთის პოლიციის მოქმედება ნაცისტების პოლიტიკას შეადარა მეორე მსოფლიო ომის დროს.

XS
SM
MD
LG